ამ წუთებში საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. მას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ისინი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.
მოგვიანებით კი, ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებენ.
როგორც ცნობილია, ამის შემდეგ შტაინმაიერი პარლამენტში მივა და ის არჩილ თალაკვაძის გარდა, პრემიერ გიორგი გახარიასაც შეხვდება. [related_news id=”254112″ align=”left”]
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაინმაიერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიიღებს.
გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
დაგეგმილია მისი შეხვედრა ქართველ ბიზნესმენებთანაც. ის კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.