Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
215

ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე.

„ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ის ასეთ რისკზე არ წავიდოდა. მას, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი აქვს დარჩენილი საკუთარი უფლებამოსილების, ბუნებრივია, მისთვის ძვირფასია ეს ერთი წელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე.

აქედან გამომდინარე, რომ არ ჰქონდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი, ბუნებრივია, ის ამ რისკზე არ წავიდოდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არარეალურია 100 ხმის მოგროვება, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

ამაზე არ გვაქვს გათვლა. ჩვენი გათვლა არის შემდეგი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა წარვუდგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ეს იმდენად მარტივი კაზუსია, რომ დიდი მსჯელობაც არ სჭირდება ამ ყველაფერს… კოლექტიური ნაცმოძრაობა კონსტიტუციაზე მოძალადე პარტიაა.

დიდი ხანია ეს მოცემულობა სახეზეა და ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. უკვე დიდი ხანია, ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ემთხვევა ზურაბიშვილის რიტორიკა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას. სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა”, – ამბობს კობახიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე” – ირაკლი კობახიძე

215
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
215
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული