Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
720

21 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ გოგოლა კალანდაძე და ნოდიკო ტატიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ მეგობრობაზე და თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი დუეტი, „ახალი წლის ღამე“ წარუდგინეს.

 ნოდიკო, გარდა იმისა, რომ ამ საახალწლოდ ძალიან ლამაზი სიმღერა და კლიპი „ახალი წლის დილა“ აჩუქე შენს მსმენელს, კიდევ ერთი საოცარი სიმღერა ჩაწერე გოგოლა კალანდაძესთან ერთად. ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

ნოდიკო: ეს სიმღერა გოგოლამ დაბადა.

გოგოლა: რატომღაც გადავწყვიტე ლილიკო ნემსაძისთვის მეთხოვა და მანაც, რა თქმა უნდა, მაჩუქა ეს საახალწლო სიმღერა. ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლილიკოს, ნანას და რაც მთავარია, ჩემს ნოდიკოს. სახალისო, ლამაზი, ისეთი სიმღერაა, რომ მგონია, ყველა აიტაცებს. მინდა, რომ ამით ბედნიერება ვუსურვო საზოგადოებას და შობა-ახალი წელი მივულოცო.

ნოდიკო: მადლობა მინდა ვუთხრა გოგოლას, რომ ჩვენი კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი დუეტი შედგა. ჩვენი მეგობრობა სცენიდან, პროექტიდან „ორი ვარსკვლავი“ დაიწყო. მანამდე მაიკო კაჭკაჭიშვილის კიდევ ერთი სიმღერა გვქონდა გაკეთებული და ახლა კიდევ ერთი მარგალიტი დაიბადა ჩვენი მეგობრობის თორმეტწლიან ისტორიაში. მინდა ყველას ვუსურვო სიკეთე, მეგობრული და ბედნიერი წელი.

 

გადაცემის ჩანაწერი:

ნოდიკო ტატიშვილი & გოგოლა კალანდაძე – ახალი წლის ღამე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„სახალისო, ლამაზი სიმღერაა, ისეთი ყველა რომ აიტაცებს“ – ნოდიკო ტატიშვილი და გოგოლა კალანდაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

720
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
720
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული