Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
123

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველად მოისმინეს იმ პაკეტის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის კანონპროექტში შესატან ცვლილებებს გულისხმობს. დეპუტატებს ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მთავრობას უნდა დარჩეს გარკვეული სახის შეზღუდვების გამოყენების უფლება, პროცესების სწორად მართვისთვის. ხუნდაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე ძირითადი ცვლილება განხორციელდება, რაც საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის თანხმობის გარეშე დაადგინოს – სახელმწიფო საძღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი;  საკარანტინე სივრცეების მართვა; კლინიკების და ლაბორატორიების მობილიზება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება: უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი

„საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის 00:00 საათამდე იმოქმედებს, შევძელით Covid-19-ის შეჩერება“ – ირაკლი ჩიქოვანი

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები მხოლოდ პანდემიის დროს შეიძლება მთავრობამ გამოიყენოს და არა ქვეყნის შიგნით არსებული ან მოსალოდნელი რისკების შემთხვევაში.

დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა არ არის, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები დონეზე საჭირო შეზღუდვების დატოვების მომხრეა. ხუნდაძემ კანონპროექტის წარდგენისას ისაუბრა ცვლილების მიხედვით მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და შესაძლო რისკების სწორად მართვის პროცესებზე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ არსებობს 3 გამოსავალი:გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა ყველა შეზღუდვით, გაგრძელდეს ან  საგანგებო მდგომარეობის გარეშე დარჩეს აუცილებელი რეკომენდაციები, რომელსაც საქართველოს მთავრობა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტი , რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავ ღონისძიებებზე დიმიტრი ხუნდაძე განმარტებებს აკეთებს

123
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
123
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული