Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
443

საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს სკოლაში გაჯეტების გამოყენება აეკრძალათ. ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს სკოლაში შეცვლილი წესები დახვდათ. საფრანგეთის მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ მოზარდები სულ უფრო და უფრო დამოკიდებულნი ხდებიან საკუთარ მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე, სწორედ ამიტომ მათ გადამჭრელ ზომებს მიმართეს. ამიერიდან საფრანგეთის ყველა სკოლაში 15 წლამდე ასაკის ყველა მოსწავლეს ეკრძალება  ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება სკოლაში ყოფნის პერიოდში, არა მხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ შესვენებებზე და  ლანჩის დროსაც. აღსანიშნავია,რომ გაკვეთილებისას ტელეფონების გამოყენება საფრანგეთში ჯერ კიდევ 2010 წელს აიკრძალა.

[related_news id=”224365″ align=”left”]აღნიშნული აკრძალვის დაწესების ინციატორი თავად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გახლავთ, რომლის წინასაარჩევნო დაპირებებს შორისაც ერთ-ერთი სწორედ მოზარდებისათვის სასწავლო პროცესის დროს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების აკრძალვა იყო. ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 5 აგვისტოდან შევიდა, საფრანგეთის ყველა სკოლაში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ეკრძალებათ ყველა სახის გაჯეტების გამოყენება, მათ შორის ტელეფონების, პლანშეტების და სმარტ-საათების. სკოლები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ გავრცელდეს თუ არა ეს შეზღუდვა იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 15 წელზე უფროსი ასაკის არიან.

სკოლაში მისვლის შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ გამორთონ ტელეფონები და სპეციალურ, მათთვის განკუთვნილ კარადებში შეინახონ. ყველა სკოლა ინდივიდუალურად გადაწყვეტს იმასაც, თუ რა ფორმით მოახდინოს კანონის პრაქტიკაში გამოყენება.

კანონს დადებითი შეფასება მისცა საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ, რომლის თქმითაც მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ქვეყანაში მომავლის ტექნოლოგიების დანერგვას მიესალმება, ეს არ ნიშნავს რომ მათი გამოყენება ყველა ასაკის ადამიანს შეუზღუდავად უნდა შეეძლოს. ბლანკემ ახალ კანონს „21-ე საუკუნის კანონი“ უწოდა და დასძინა, რომ მისი აზრით, კანონის ამოქმედება გააუმჯობესებს იმ 12 მილიონი სკოლის მოსწავლის დისციპლინას და აკადემიურ მოსწრებას, რომლებიც საფრანგეთის სკოლებში იღებენ განათლებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს სკოლაში გაჯეტების გამოყენება აეკრძალათ

443
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
443
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული