ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში რუსთავი 2–ის ყოფილი გენერალური დირექტორის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება. [related_news id=”232795″ align=”right”]
“მიუნჰენის სამარცხვინო გარიგებით მაშინდელი ევროპის ვაი-დემოკრატმა ლიდერებმა გზა გაუხსნეს ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის გასაჩაღებლად,დღეს კი სტრასბურგში ივანიშვილისთვის რუსთავი2-ის ჩუქებაზე ევროსასამართლოს ,მიერ გამოტანილი სამარცხვინო ვერდიქტით პუტინს გაეხსნა გზა საქართველოში დიქტატურის დასამყარებლად თავისი კომენდანტ ივანიშვილის შესრულებით.[related_news id=”232790″ align=”left”]
ევროპას, განსაკუთრებით საფრანგეთს ერთადერთი გზა დარჩენია, რათა გადაარჩინოს საქართელო და არ დაუშვას პუტინიზმის შემდგომი ექსპანსია მსოფლიოში——– დააპატიმროს ივანიშვილ-პუტინის მილიარდები თავის ბანკებში. სხვა შემთხვევაში მალე ეიფელის კოშკზე იფრიალებს რუსული ორთავიანი არწივი.
P.S ზღაპრები რომ ნიკა გვარამია ძარცვავდა რუსთავ2-ს ივანიშვილი მოუყვეს ხალვაშს,”– წერს შალვა ნათელაშვილი.
პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი: ნიკა გვარამიას დღეს ბრალს წაუყენებენ