Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
68

ანტისადოპინგო სააგენტოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე – რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლებისთვის ოთხი წლით ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღოთ, იმიტომ რომ მსგავსი სანქციები ინგლისური კლუბების წინააღმდეგაც კი გამოუყენებიათ. აქამდე საერთაშორისო საზოგადოება რუსეთთან მიმართებაში ერთგვარ „დათბობის პოლიტიკას“ აწარმოებდა. მას საშუალება მისცეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ჩაეტარებინა და რაღაცნაირად ცდილობდნენ რუსეთის საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

[related_news id=”282777″ align=”left”]

როგორც ჩანს, ამ მცდელობამ არ გაამართლა, რუსეთი ისევ განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების პასუხი სწორედ მის ქმედებებზე და ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი დასჯა. იქ რამდენიმე სპორტსმენი შეიძლება იყო დოპინგზე, მაგრამ ყველას რატომ შეეხო. ეს ცალსახად პოლიტიკური ნაბიჯია“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს „ანტირუსული ისტერიის გაგრძელებაა“, რომელმაც, მისი თქმით, ქრონიკული ფორმა შეიძინა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლის ვადით აუკრძალოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დროშა არ აღიმართება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი ამ ფორმით დასაჯა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“

68
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
68
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული