Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
58

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს, ამნისტია ან შეწყალება პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდეს.

სიმონიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა საია-ს არგუმენტები მოისმინეს, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ჩვენი რეკომენდაციები შეეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს ამნისტია ან შეწყალება იყოს გავრცელებული პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე და შესაბამისად, ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური მხარე. როგორ გადაწყდება, რამდენზე გავრცელდება (ამნისტია) ანუ ეს იქნება ფართო თუ შეზღუდული, რა თქმა უნდა, ეს საბოლოოდ პარლამენტის გადასაწყვეტია. ჩვენი არგუმენტები მოისმინეს პოლიტიკოსებმა, რამდენად გასაგები და მისაღებია, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს, რომ ამნისტია ან შეწყალება პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდეს – საია-ს ხელმძღვანელი

58
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
58
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული