ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, დღეს რუსეთიდან ცალმხრივი ფრენების ბილეთები სწრაფად გაძვირდა და გაიყიდა. ინფორმაციას Reuters-ს ავრცელებს.
როგორც Google Trends-ის მონაცემებიდან ჩანს, გაიზარდა Aviasales-ის ძებნის მაჩვენებელი, რომელიც ავიაკომპანიის ბილეთების შესაძენად ყველაზე ცნობილი საიტია რუსეთში.
Aviasales.ru-ს საიტზე ბილეთები სრულად გაიყიდა მოსკოვიდან პირდაპირ ფრენებზე სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით. ორივე მიმართულებაზე რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობის საშუალება აქვთ.
[related_news id=”772630″ align=”left”]
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და უკრაინის „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დაცვას.