Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
33

ჟოზე მოურინიო „იუვენტუსთან“ მატჩზე ფეხით წავიდა. „მანჩესტერის“ ავტობუსი ისევ საცობში გაიჭედა.
„იუნაიტედს“ ახალი პრობლემა აქვს: ვერაფრით ახერხებს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დროულად მისვლას.

როდესაც წინა ტურში „ვალენსიას“ ეთამაშებოდნენ, „მანჩესტერი“ „ოლდ ტრაფორდზე“ მხოლოდ 51 წუთით ადრე მივიდა, არადა დაახლოებით საათნახევრით ადრეა საჭირო. თამაში 5 წუთის დაგვიანებით დაიწყო და ამისთვის კლუბი 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

პრობლემა სტადიონის სიახლოვეს საცობშია. „იუნაიტედს“ უყვარს Lowry Hotel-ში გაჩერება (4 კმ სტადიონიდან), მაგრამ ზოგჯერ მაგრად იჭედება ხოლმე.

„იუვესთან“ შეხვედრამდე მორიგი სირცხვილი საჭირო აღარ იყო და გუნდიც Hilton Garden Inn დაბინავდა, რომელიც სტადიონიდან კილომეტრზე ნაკლებ სავალზეა, ფეხით 9 წუთში მიხვალ (Google-ის რუქის შეფასებით).

 

 

„იუნაიტედი“ დროზე ადრე გამოვიდა, მაგრამ ისევ გაიჭედა. ფეხბურთელები ელოდნენ, როდის დაძლევდნენ საცობს, მოურინიომ კი ვერ გაუძლო და ფეხით წავიდა.

„მე კაპიუშონი დავიფარე და გულშემატკივრებს შორის წავედი, მაგრამ ვერავინ მიცნო. მე ორ წუთში მივედი, როდესაც გუნდი 45 წუთი იჯდა ავტობუსში“, – თქვა ჟოზემ.

მატჩი ისევ დაგვიანებით დაიწყო, ოღონდ ამჯერად სულ რაღაც 2 წუთის.
იქნება ისევ ჯარიმა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
33
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
33
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული