Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
50

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლის“ წინ, ჟურნალისტების თანდასწრებით საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიულ პროტოკოლს გაეცნო და მას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული “24-ე არხი” ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის პროტოკოლი საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადაეცათ.

ყველაფერი მარტივია. პროტოკოლი საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადმოეცათ. ვერ იტყვიან, რომ სადღაც ვიმალებოდი. ათასობით ლვოველთან ერთად ლვოვის მთავარ მოედანზე ვიყავი. მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ, კანონის დარღვევაა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.

ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 130-დან 330-მდე დოლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს,“ – დასძინა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სააკაშვილმა საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიულ პროტოკოლს ხელი მოაწერა

50
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
50
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული