Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
135

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, აფეთქებების ხმები, რომელიც დღეს დილით მოსკოვის ოლქის მცხოვრებლებმა გაიგეს, საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის გამო ისმოდა.

„დღეს დილით მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ – ჩვენი საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხმაა. მოსკოვთან მიახლოებისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს“, – დაწერა გუბერნატორმა Telegram არხზე.

გუბერნატორმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, რუსეთის დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი ადასტურებს.

„დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილებზეა. ისინი მომხდარის გარემოებას არკვევენ. მოცემული მომენტისთვის არავინ სერიოზულად არ დაშავებულა“, – წერს მოსკოვის მერი Telegram არხზე.

რუსული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა ორ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუსული მედია: მოსკოვთან ახლოს რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს – უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე შენობა 

135
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
135
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული