გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რუსთავში დარგვის აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და საკალათბურთო კლუბის – „რუსთავი 1991“ წევრებმა 40-მდე წიწვოვანი სახეობის – ელდარის ფიჭვი დარგეს. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე საკალათბურთო გუნდის წევრები თავად იზრუნებენ.[related_news id=”285474″ align=”right”]
აქციას, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სოციალური პაუხისმგებლობის ამაღლებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.