Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
75

ქალაქ რუსთავის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა, თვითმფრინავიდან გამოაძევეს. მიზეზი, მათი არაფხიზელი მდგომარეობა იყო, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედი” წერს.

მედიის ცნობით, ავიაკომპანია “ლოტის” წარმომადგენლებმა გამგზავრების უფლება არ მისცეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს.

თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ-ერთის სახის ფერი არ მოეწონა.

“იმედის” ინფორმაციით, შემთხვევა 10 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას სთხოვდნენ, რადგან ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, არასათანადოდ იქცეოდნენ და საფრთხე ექმნებოდათ დანარჩენ მგზავრებს.

პოლონური ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოში აცხადებენ, რომ მგზავრებს უკიდურეს შემთხვევაში აძევებენ ხოლმე თვითმფრინავიდან და ასეთი ფაქტები იშვიათად ხდება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს, რომ თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თვითმფრინავიდან გააძევეს

75
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
75
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული