რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი გაიზარდა – საკითხი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
ამ მიმართულებით მოძრავი 6 ლოტზე ფასი 1 ლარი და 80 თეთრით განისაზღვრა. ფასის მატება ე.წ დიდუბის, რკინიგზის სადგურის, ვარკეთილის და სპორტის სასახლის ხაზებს შეეხება.
[related_news id=”141702″ align=”left”]
რუსთავი-თბილისის მიმართულებით, სამგზავრო ფასის შემსწავლელმა საბჭომ მგზავრთა ნაკადი, საწვავის ფასი, მძღოლის ყოველდღიური შემოსავალი, ავტობუსების ხარჯები და სხვა კრიტერიუმები შეისწავლა, რის საფუძველზეც მგზავრობის ტარიფი გაიზარდა.
ფასების გაზრდა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაახლოებით 7-10 დღეში მოხდება.
რუსთავის მერმა სამარშუტო ტაქსი გააჩერა და მძღოლს ძველი ფასი გაუკრა [ვიდეო]