Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
261

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, დროებით, ძველი ფასი ოფიციალურად დაბრუნდა. გადაწყვეტილება „ინტერტრანსმა“ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაახმოვანა.

მათ საკრებულოს 20 დღიანი ვადა მისცეს, ობიექტური ტარიფის დასადგენად.

მოქალაქეები, რომლებიც გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ, ამბობენ, რომ თუ ფასი კვლავ გაიზრდება, ისინი ქუჩაში კვლავ გავლენ. [related_news id=”141743″ align=”left”]

„გამოიჩინეს კეთილი ნება და მოქალაქეებს დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნა, ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებასთან დაკავშირებით … მათ მერიას მისცეს 20 დღიანი ვადა, რომ მოხდეს ტარიფის ზუსტი დადგენა, ფართო, გამჭირვალე კონსულტაციების ფონზე. ეს არის რუსთაველების მიღწევა. თუ 20 დღის განმავლობაში დავინახავთ, რომ რომელიმე მხარე ხელს უშლის პროცესებს, გამოვალთ კვლავ ქუჩაში!” – აცხადებს აქციების ერთერთი ორგანიზატორი გიორგი გზირიშვილი “ფორტუნასთან”.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე დაესწრო. მან სამუშაო ჯგუფის წევრებს რეკომენდაციები გააცნო და სხდომათა დარბაზი დატოვა. ქალაქის მერმა ტრანსპორტის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს, სატრანსპორტო კოლაფსის შემთხვევაში, ალტერნატიულ სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა. [related_news id=”141761″ align=”right”]

შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი ტრანსპორტის ფასი 1.50 ლარიდან 2 – 2.50 ლარამდე გაიზარდა. ამ ცვლილებამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. რუსთავის მერიამ, ფასების ზრდას უკანონო უწოდა და მერმა თავად ჩამოხსნა ერთერთი „მარშუტკიდან“ გაზრდილი ფასის აღმნიშვნელი აბრა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ძველი ფასი დაბრუნდა

261
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული