Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
146

რუსთაველის გამზირზე საავატომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ კიბესთან, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მხოლოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. რუსთაველზე ასევე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

ბოლო შეტაკება მოქალაქეებსა და სამართალმდამცვლებს შორის დილით მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს სადარბაზოებში და კორპუსების ეზოებში ეძებდა და აკავებდა.

ამ დროითვის, ისევ მიმდინარეობს დაკავების ოპერაცია აქციის იმ მონაწილეების, რომლებმაც კოსტავას ქუჩაზე პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დაამტვრიეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა, მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირიდან გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ.

ჭავჭავაძის გამზირზე , სადაც გზის რეაბილიტაციის გამო ქუჩა გადათხრილია, აქციის მონაწილეებმა ქვები მოიმარაგეს, დემოსტრანტებმა ფილარმონიის წინ მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს.[related_news id=”211844″ align=”left”]

მოგვიანებით, დემონსტრანტბმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ. ბარიერების ნაწილით ისინი მეტროსადგურ რუსთაველისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუდასტურებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

146
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
146
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული