Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
227

„ქართველების უმრავლესობა ნამდვილად არ უჭერს მხარს რუსოფობიას, რომლის დაწესებას დასავლეთი ცდილობს“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებისთვის რუსოფობია სისულელეა, მათ პირიქით, სურთ რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა და რუსეთთან მჭიდრო კავშირშია.

[related_news id=”911737″ align=”left”]

„საქართველოს მცხოვრებლების უმეტესობას ბევრად უფრო კომფორტულად, მშვიდად ცხოვრობს ჩვენს სახელმწიფოსთან. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა ოკეანის გაღმაა“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საქართველოში რუსოფობებს ჯერ კიდევ აქვთ შურისძიების იმედი, მაგრამ მუდმივად აწყდებიან უკურეაქციას რუსების მიმართ საკმაოდ თბილი თანამოქალაქეებისგან და არ აპირებენ „რუსეთის მიმართ სიძულვილი ეროვნულ იდეამდე აიყვანონ“.

მან ასევე თქვა, რომ „რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია“.

„კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის ღია შანტაჟი“ – როგორ ეხმაურებიან თბილისში მედვედევის განცხადებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია“ – დმიტრი მედვედევი

227
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
227
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული