რუს ტურისტს, რომელიც დასასვენებლად კუნძულ კრეტაზე იმყოფებოდა, ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელთან შელაპარაკება მოუვიდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 33 წლის რუსი მამაკაცი მაღაზიის მეპატრონისგან მაისურზე ფასდაკლებას ითხოვდა, კერძოდ მის 5 ევროდ მიყიდვას დაჟინებით სთხოვდა, რაზეც მფლობელისგან უარი მიიღო. [related_news id=”214403″ align=”left”]
მაისურის საწყისი ფასი უცნობია. ფაქტი კი ისაა, რომ შელაპარაკების დროს რუსი ტურისტი შეტევაზე გადავიდა და მეპატრონეს თვალზე უკბინა. 44 წლის ადგილობრივი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსი ტურისტი კი დაკავებულია.