Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
97

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს – ვერხოვნა რადას წევრი ალექსანდრ პონომაროვი გაიტაცეს.

ინფორმაციას ბერდიანსკის საქალაქო საბჭო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დეპუტატის გატაცების შესახებ თავდაპირველად განცხადება Azmol-ის, Berdyansk Harvesters-ის და ქალაქის სხვა სამრეწველო საწარმოების ოფიციალურ ვებსაიტებზე გამოქვეყნდა.

“საწარმოებმა მუშაობა შეწყვიტეს, რადგან ამ საწარმოების დამფუძნებელი, ჩვენს ქალაქში ცნობილი ქველმოქმედი ალექსანდრე პონომაროვი დააკავეს და დღემდე პატიმრობაში იმყოფება.

ძვირფასო ბერდიანსკელებო!

AZMOL BP გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის სახალხო დეპუტატის მიმართ და აცხადებს წარმოების შეწყვეტას, სანამ ის არ გათავისუფლდება.

20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე დეპუტატი მუშაობდა ჰუმანიტარულ შტაბში და ეხმარებოდა ლტოლვილებს ქვეყნიდან გასვლაში. ამის შემდეგ მასთან კომუნიკაცია გაწყდა. ის ამჟამად რუსი სამხედროების ხელშია. მისი მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩვენ გვსურს, რუსმა სამხედროებმა გაიგონ, რომ საწარმოების 3 000-ზე მეტი თანამშრომლის ბედი და მათი ოჯახების კეთილდღეობა ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მშვიდობიან აქციაზე და სახალხო დეპუტატის, ალექსანდრე პონომაროვის გათავისუფლება მოვითხოვოთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუსმა სამხედროებმა ბერდიანსკში უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი გაიტაცეს

97
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
97
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული