ამერიკაში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია.
როგორც მან რუსულ გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ვაშინგტონს დრო სჭირდება იმისთვის, რომ „გაიაზროს როგორი ამაოა მისი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგ.“
ანტონოვის თქმით, პრობლემური ფაქტია, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს არც კი ახსენებს.
[related_news id=”815034″ align=”left”]
„დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის გაგრძელდება დიალოგი – დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გაგვიყინია ეს პროცესი, ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთის ფედერაციასთან ეომათ.“ – განაცხადა რუსეთის ელჩმა შტატებში, ანატოლი ანტონოვმა.