Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
27

რუსეთი ყირიმის ხიდის აღდგენას 2023 წლის ივლისისთვის გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი კვირას ააფეთქეს. რუსეთში აცხადებენ, რომ სამი ადამიანი დაიღუპა. მოსკოვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური კიევი ბრალდებებს უარყოფს.

ევროპაში ყველაზე გრძელი 19-კილომეტრიანი ხიდი უკრაინაში რუსული ძალებისთვის მარაგის მიწოდების საკვანძო მარშრუტია.

[related_news id=”782180″ align=”left”]

აფეთქების გამო ჩაინგრა საავტომობილო გზა და დაზიანდა სარკინიგზო ხაზი. ამჟამად მსუბუქი ავტომობილებისთვის გზა გახსნილია, აღდგა სარკინიგზო მიმოსვლაც, თუმცა სატვირთოებს ზღვის გადასალახავად ბორნების რიგში უწევთ დგომა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წელს, ყირიმის ანექსიის ოთხი წლის თავზე გახსნა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუსეთი ყირიმის ხიდის აღდგენას 2023 წლის ივლისისთვის გეგმავს

27
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
27
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული