Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
87

2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ

გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოთხშაბათ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) განაცხადა, რომ ორივე ერის კონკურსანტებს უფლება ექნებოდათ, მონაწილეობა მიეღოთ შეჯიბრებაში, თუმცა ნეიტრალური დროშის ქვეშ და გამოტოვებული იქნებოდნენ მედლების ცხრილიდან:

“რაც ჩვენ გადავწყვიტეთ, არის უმძიმესი სასჯელი, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენი კონსტიტუციისა და IPC მიმდინარე წესების ფარგლებში”, – განაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა.

დღეს კი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველმა საბჭომ დაადასტურა, რომ სპორტსმენებს რუსეთიდან და ბელარუსიდან 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აუკრძალეს.

კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, მრავალი ქვეყნის პარალიმპიური კომიტეტი იმუქრებოდა, რომ არ იასპარებდნენ, თუ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებდნენ:

“გასული 12 საათის განმავლობაში, წევრების დიდი რაოდენობა დაგვიკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება”, – თქვა მან.

ზამთრის პარალიმპიური თამაშები პეკინში 4 მარტს გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ

87
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
87
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული