Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
64

მილანში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილი რვავე პირი იდენტიფიცირებულია

ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა ბორტზე მყოფი რუმინელი მილიარდერი დენ პეტრესკი, მისი ცოლი და ვაჟი, ასევე მისი ხუთი მეგობარი.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ერთძრავიანი Pilatus PC-12  3 ოქტომბერს მილანის ლინატეს აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოვარდა და ცარიელ შენობას შეეჯახა.

დენ პეტრესკი კუნძულ სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. იტალიური გამოცემების ცნობით, თვითმფრინავს უკვე ცეცხლი ეკიდა, როდესაც ის შენობას შეეჯახა.

 

 

იტალიის საჰაერო უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ კატასტროფის მიზეზების გამოძიება გუშინვე დაიწყო.

68 წლის რუმინელი დენ პეტრესკი, რომელიც ასევე გერმანიის მოქალაქე იყო, რუმინეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიჩნევა 3 მილიარდი დოლარით.

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიარდერი კუთვნილ თვითმფრინავს თავად მართავდა.

ბორტზე იმყოფებოდა მისი 65 წლის მეუღლე და 30 წლის ვაჟი. გარდაცვლილთა შორის არის 1 წლის ბავშვიც.

“ოჯახი მიემგზავრებოდა სარდინიაში, ოლბიაში მდებარე ვილაში, სადაც პეტრესკუს 98 წლის დედა ელოდებოდა”, – წერს იტალიური მედია.

კატასტროფის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუმინელი მილიარდერი ცოლ-შვილთან ერთად 98 წლის დედასთან მიფრინავდა – მილანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია

64
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
64
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული