Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
137

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო ლიტურგიაზე რომის პაპმა ფრანცისკემ ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ადამიანების სიხარბეზე სიმდიდრისა და ძალაუფლების მიმართ.

„მაშინ, როდესაც ცხოველები იკვებებიან თავიანთ სადგომებში, ადამიანები ჩვენს სამყაროში ესწრაფვიან სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ჭამენ მეზობლებსაც, თავის ძმებსა და დებსაც. რამდენი ომი ვიხილეთ, რამდენ ადგილას. დღესაც უგულებელყოფენ ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას. როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის მთავარი მსხვერპლი ყველაზე დაუცველები არიან.

ამ შობასაც, ისევე როგორც იესოს დაბადებისას, მსოფლიო ისწრაფვის ფულისკენ, ძალაუფლებისა და სიამოვნებისკენ და აღარ რჩება სივრცე ყველაზე პატარებისთვის, უამრავი არდაბადებული, ღარიბი და დავიწყებული ბავშვისთვის. ვფიქრობ პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც შთანთქა ომმა, სიღატაკემ და უსამართლობამ. არ მისცეთ ნება შიშს, შეგუებასა და იმედგაცრუებას, თქვენზე გაიმარჯვოს.

ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია. არ დაუშვათ, რომ ამ შობამ სიკეთის კეთების გარეშე ჩაიაროს“, – განაცხადა რომის პაპმა ქადაგებისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რომის პაპი – ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ ცხოვრების რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია, არ დაუშვათ, ამ შობამ სიკეთის გარეშე ჩაიაროს

137
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
137
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული