Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
132

ანალიტიკური კომპანია KPMG-ის წარმომადგენლები უკვე მეორე წელია რაც ამა თუ იმ ქვეყნის უპილოტო ტრანსპორტზე გადასვლისთვის მზაობას აფასებენ და ლიდერი უკვე მეორედ – ჰოლანდია ხდება.

ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული და არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიებიც, რომელიც უპილოტოებს მოძრაობას გაუმარტივებს, ამასთან ადგილობრივ მოსახლეობას ავტომატური მართვის რეჟიმებიც ძალიან მოსწონს. ერთადერთი მიზეზი კი რომელიც ჰოლანდიელების უპილოტო ტრანსპორტზე გადასვლას აფერხებს – ველოსიპედია. საქმე ისაა, რომ ავტონომიურ ავტომობილებს ველოსიპედების ამოცნობა და მათთან ერთად ერთ გზაზე გადაადგილება ძალიან უჭირთ. ამასთან, ცნობილია ფაქტია ისიც, რომ ველოსიპედისტები საგზაო მოძრაობის წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ ხოლმე. სპეციალისტთა აზრით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ველოტრასების საავტომობილო გზებისგან მაქსიმალურად გამოყოფაა.

აღსანიშნავია, რომ წელს კვლევაში 25 ქვეყანა მონაწილეობდა და ჰოლანდიის შემდეგ მეორე და მესამე ადგილი სინგაპურმა და ნორვეგიამ დაიკავეს. ყველაზე მოუმზადებლები კი უპილოტოებს -ბრაზილიელები და ინდოელები ხვდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
132
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
132
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული