ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი „როლინგ სტოუნზი“ ამერიკასა და კანადაში დაგეგმილ ტურნეს 21 ივნისს გახსნის, გასტროლები ჩიკაგოდან აიღებს სტარტს. ამის შესახებ ჯგუფის ოფიცილურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საინტერესოა, რომ ეს ტურნე ჯერ კიდევ აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მიკ ჯაგერის დაუგეგმავი ოპერაციის გამო გადადიო.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა გულის სარქველზე რთული ოპერაცია გადაიტანა. გასულ კვირას კი ჯაგერმა „ტვიტერზე“ ვიდეო გაავეცელა, რომელიც ცეკვის სტუდიაშია გადაღებული. აქედან ჩანს, რომ მუსიკოსი ფანტასტიურ ფორმაშია. ჯგუფის ტურნე 31 მარტს მაიამიში დასრულდება.