როგორც „ცივი ომის“ წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს, – ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, არავის მიუცია დასავლური უმცირესობისთვის უფლება, ისაუბროს მთელი კაცობრიობის სახელით.
„როგორც ცივი ომის წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს. სიტუაცია უარესდება მულტილატერალიზმის რწმენის დაკარგვით, როდესაც დასავლეთის ფინანსური და ეკონომიკური აგრესია ანადგურებს გლობალიზაციის სარგებელს, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები უარს ამბობენ დიპლომატიაზე და ურთიერთობების გარკვევას ბრძოლის ველზე ითხოვენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.