Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
127

ჩეიზი რობინსონი, რომელიც რობერტ დე ნიროს კომპანიაში „Canal Productions“ 2008 წლიდან მუშაობდა, მსახიობს 12 მილიონი აშშ დოლარის გადახდას სთხოვს. “მაგინებდა და ძუკნას მეძახდა” – საჩივარში წერია, რომ ის წლების განმავლობაში შევიწროებისა და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. რობინსონის ადვოკატის მტკიცებით, დე ნირო 37 წლის ასისტენტს, ყველანაირი საქმის კეთებას ავალებდა, მაგალითად ავალებდა შეეკრა მისთვის ჰალსტუხი, გაეღვიძებინა ის დათქმულ დროს და ა.შ. ამ დროს კი ქალი, იგი იყო მისი აღმასრულებელი თანაშემწე, შემდეგ კი წარმოებისა და ფინანსების ვიცე-პრეზიდენტი.

ამასთანავე, რობინსონის მტკიცებით, დე ნირო აკეთებდა ვულგარულ, შეუსაბამო და სექსისტური სახის კომენტარებს რობინსონის მიმართ და გამუდმებით ამცირებდა. მისმა ადვოკატმა სარჩელს ხმოვანი შეტყობინენბიც დაურთო, სადაც ისმის, როგორ ეძახის დე ნირო ასისტენტს „ძუკნას“. ქალის მტკიცებით, მის გარდა, დე ნირო კომპანიაში მომუშავე ყველა ქალს ჩაგრავს, ხელფასებიც კი კაცებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ქალებს.

რობერტ დე ნიროს ადვოკატი ტომ ჰარვი კი აცხადებს, რომ ჩეიზის ბრალდებები აბსურდულია. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ 6 კვირის წინ თავად დე ნიროს ფირმა უჩიოდა სასამართლოში რობინსონს, მიზეზი კი ის იყო, რომ ქალი კომპანიის ფულს ფლანგავდა და პარალელურად ითვისებდა. მაშინ კომპანიის საჩივარში ეწერა , რომ რობინსონი დროს სერიალების ყურებაშიც ფლანგავდა, საქმეს არ აკეთებდა და 4 დღეში მან friends-ის 55 სერიასაც კი უყურა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რობერტ დე ნიროს შევიწროებისა და გენდერული დისკრიმინაცისთვის ყოფილი თანაშემწე 12 მილიონს სთხოვს

127
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
127
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული