Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
81

რესტორატორთა ასოციაცია ე. წ. მწვანე პასპორტების წინააღმდეგ გამოდის – ორგანიზაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ  ეს საბუთი რეალურად „არაფრის მაქნისია“.

„დღეს ინფიცირების 18 000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და აბსოლუტურად ყველაფერი გახსნილია, შეზღუდულია სარესტორნო ბიზნესია, რაც ინფიცირების გავრცელების შეჩერებაში რაიმე როლს არ თამაშობს. დღეს „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული შეზღუდვები არაფრის მაქნისია და ეს ფურცელზე დაწერილი ფიქციაა. ამით მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკა ჩერდება, იხურება რესტორნები და დასაქმებულები სამუშაო ადგილებს კარგავენ,

[related_news id=”645403″ align=”left”]

ჩვენი სფეროდან პროფესიონალი კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რომლებიც 20 წლის განმავლობაში პროფესიულად იზრდებოდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს. პრობლემა ძალიან დიდია და უაზრო სანქცია, რომელიც არაფერს აკეთებს, მხოლოდ ეკონომიკას აფერხებს. თუ სფეროს შევეხებით ძალიან ბევრი ობიექტი იხურება და ბევრი ადამიანი კარგავს სამუშაოს.“, – ამბობს ბურჯანაძე.

ის ზოგადად ეპიდვითარებას შეეხო და გამყრელიძე-იმნაძეს პანდემიის მართვა დაუწუნა. ბურჯანაძის თქმით,  პანდემიის ასე მართვა მეორე კლასელსაც კი შეუძლია.

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რესტორატორთა ასოციაცია “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ – რა პრობლემებზე საუბრობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი

81
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
81
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული