Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
208

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ თანამდებობა დატოვა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა გვანცელაძე შტატებში ოჯახთან ერთად მიდის, თუმცა თავად კახა გვანცელაძემ აღნიშნული მედიასთან საუბარში არ დაადასტურა.

„ფორტუნას“ კი თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია. სხვა დეტალები უცნობია.

დედაქალაქის მერმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გოგი ჩიქოვანი წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გოგი ჩიქოვანი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

გოგი ჩიქოვანს ახალ პოზიციაზე კალაძემ წარმატებები უსურვა. ხოლო საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რატომ დატოვა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა და ვინ შეცვლის მას

208
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
208
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული