Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
147

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ერთი ბოლნისს, ორი მარნეულს და ორი საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, ხოლო კიდევ სამი სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ დღეს ტრადიციულ დილის ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განმარტებით, დაინფიცირებული ახალი 3 პაციენტი ერთი კლინიკის წარმომადგენელია. ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დაგვემატა რვა ახალი და გვყავს 818. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი იყო და ამჟამად არის 686.  გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე ინფიცირებულების 84 პროცენტია. რვა ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი კი გახლავთ საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და სამიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი. ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალი არ არის. ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება როგორც შესაძლო, ისე დადასტურებულ შემთხვევებს და დღემდე არც ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არ გვქონია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რას უკავშირდება ახალი შემთხვევები: ინფიცირებული პაციენტების 84% გამოჯანმრთელდა – მარინა ეზუგბაია

147
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
147
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული