Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
77

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს პირველად მივიდნენ.

”ერთიანი ოპოზიციიდან” საკანონმდებლო ორგანოში ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე და მამული სურმანიძე შევიდნენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ბაციკაძემ  აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მისულ ოპოზიციონერ დეპუტატებს „პუფი“ დაახვედრა.

ბაციკაძე ამბობს, რომ პუფი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის შესვლასთან დაკავშირებით მიიტანა, რითაც ნიკა მელიას შეახსენა განცხადება, რომ „ვინც საკანონმდებლო ორგანოში შევა, ის იქნება „პუფი“.

„მე გავაკეთე ის, რაც თქვა პარტიის თვმჯდომარე ნიკა მელიამ. მან თქვა: „ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფი“. „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე და დღეს დავაყენებთ საკითხს, კიდევ ერთ წევრს, „პუფს“ მივანიჭოთ უფლებამოსილება, რადგან ასე თქვა ნიკა მელიამ“, – აცხადებს დავით ბაციკაძე.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა უმაღლეს საბჭოში საქმიანობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ბოიკოტირებას წყვეტენ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შედიან, თუმცა, ხელს არ აწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას.

 

ფოტო: “პირველი არხი”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში მისულ “ენმ”-ის წევრებს „პუფი“ დაახვედრეს

77
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
77
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული