Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
275

ცნობილი ქართველი მხატვარი, კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური სოციალურ ქსელში სახალისო ამბავზე წერს.

„მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გურულებო.. მე თავად ნახევრად გურულს ასეთი ამბავი შემემთხვა და მინდა მოგიყვეთ.

რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ გურიიდან და ოზურგეთის მერის დახატვა მთხოვეს. მე მთხოვეს.. კარიკატურისტ (ხაზს ვუსვამ, კატიკატურისტს) ზალიკო სულაკაურს.

თანაც დიდ ფორმატზე, რაც ხვდებით ალბათ მეტ რესურსს მოითხოვს..

მოკლედ დავხატე დიდი ნახატი და გახარებულმა ჩავუგდე ფოტო დამკვეთს.. და აღფრთოვანების ნაცვლად მივიღე გურული ქოქოლა.

ჩვენ ნამდვილი პორტრეტი გვინდოდაო..

ჰოდა ვზივარ ახლა და ვუყურებ ამ თქვენს მერს და ვფიქრობ რა ვუყო..

მთლად გამოფენებზე არ გამომადგება და აბა დახევითაც ხომ ვერ გადავხევ..

ჰოდა ვიფიქრე ჩემს გურულებს ვაჩვენებ და მოვუყვები ამ ამბავსთქო.. იქნებ თავად მერიც ამ ჯგუფშია და კითხულობს ისტორიას მასზე და ეცინება..

ჰოდა მოდით ასე ვქნათ.. გამოვაცხადოთ აუქციონი..

სიმბოლურად ნახატს ერთ ლარს დავადებ და აბა ვნახოთ ვინ რამდენს გაიმეტებს მისი მერის გასახარებლად“, – წერს ზალიკო სულაკაური სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ გურიიდან და ოზურგეთის მერის დახატვა მთხოვეს…” – ზალიკო სულაკაური სახალისო ამბავზე წერს

275
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
275
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული