ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტის, ედ ო’ბრაიენის სახელმა უკანასკნელ პერიოდში ბევრჯერ გაიჟღერა. მან განაცხადა, რომ კორონავირუსი აქვს, თუმცა ტესტს არ გაიკეთებს, შემდეგ კი თქვა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა.
[related_news id=”329888″ align=”left”]
როგორც ჩანს, თვითიზოლაციაში ლეგენდარული გიტარისტი დროს არ კარგავს. არტისტმა საკუთარის პროექტის, EOB-ის ფარგლებში, ახალი კომპოზიცია, Olympik გაავრცელა. ტრეკი ედ ო’ბრაიენის სოლო ალბომში Earth შევა, რომელიც დღის შუქს, 17 აპრილს იხილავს.