Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
40

22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 75 ათას ტონამდე რქაწითელი, 58 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 141 მილიონ ლარს აღწევს. გადამუშავებული რქაწითელიდან 14 ათასი ტონა ყურძნის 1 კილოგრამის ფასი 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე დაფიქსირდა. კომპანიების მიერ მევენახეებისგან შესყიდული საფერავის ჯიშის ყურძნის მთლიანი მოცულობიდან 35 ათას ტონამდე საფერავში, კილოგრამში გადახდილია 1.55-დან 1.75 ლარამდე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნა არსებობს და ფასი შესაბამისია.

“რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 205 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღეღამური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია. გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რა შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა ყურძნის ჩაბარების შედეგად

40
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
40
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული