„რა სევდიანია, რომ მაშინ ვახელთ თვალს, როცა სხვა თავისას ამოიკერავს“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ჟურნალისტი, დათო გორგილაძე, რითაც ჭიათურის მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება.
ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა
როგორც გორგილაძე წერს, „რა დასანანია, რომ ხმასაც მაშინ ვიღებთ, როცა სხვა პირს იხშობს“:
[related_news id=”888242″ align=”left”]
„რა საგანგაშოა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს თვალ-პირის ამოკერვა უწევს, რათა სახელმწიფომ, ქვეყანამ, ხალხმა (ყველამ და ყველაფერმა, რასაც სამშობლოს უწოდებს) მის გაუსაძლის ყოფას ყურადღება მიაქციოს.
და, ამასობაში, ჩვენ ყველანი შუბლზეძარღგაწყვეტილი, პოპულისტი ადამიანების ბრძოლას ვუყურებთ არარსებული, გამოგონილი მტრის წინააღმდეგ. ვუყურებთ და ვსეირობთ. სოლიდარობა, გამძლეობა და მხნეობა ჭიათურელ მაღაროელებს“. – წერს დათო გორგილაძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე კვირაა ჭიათურის მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.