Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
101

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და სამგორის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, მოხდება ძველი ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი, ორფენიანი საფარი.

რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენკო” შეასრულებს.

,,ეს გზა ძალიან დაზიანებული იყო და კეთდება კაპიტალურად. იგება ასფალტის ორი ფენა. სამუშაოები ძირითადად ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა დღისით ხელი არ შევუშალოთ საგზაო მოძრაობას. ზაფხულის პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ გზის აღსადგენად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რა სამუშაოები მიმდინარეობს აეროპორტის ხიდიდან ლოჭინამდე?

101
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
101
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული