Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
167

თბილისის მერია  დღეს, პიკის საათის პერიოდში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელთან მგზავრთა ნაკადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ვიდეომასალას ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტი, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამის ზომებს მიმართავს.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა მეტროპოლიტენში მგზავრთა ნაკადების მართვა. მართვის შედეგად ხდება მეტროსადგურების შიგნით მგზავრთა ნაკადის განტვირთვა და რიგის მართვა გარეთ, ღია სივრცეში. შედეგად, ქვედა ვესტიბიულებში ნაკადი იკლებს და მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი.

სწორედ მსგავსად იმართებოდა რიგი დღეს დილით, პიკის საათის პერიოდში – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში, ღია სივრცეში შეკავდა რიგი, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მეტროსადგურების შესასვლელებთან არსებულ ბარიერებში, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელების რისკი“- ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რა ხდებოდა პიკის საათებში მეტრო „ახმეტელის“ შესასვლელთან: მერია ვიდეომასალას ავრცელებს

167
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
167
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული