Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
136

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს მოუწოდა, ნუ გაიმეორებს ვლადიმერ პუტინის მიდგომას, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ სცადა ქართველი ხალხის და ხელისუფლების განცალკევება.

„ხალხი სადღაც სხვა პლანეტაზე კი არ ცხოვრობს, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ „ქართულ ოცნებას“ უკვე მე-9 არჩევნებში. შესაბამისად, ხალხის და ხელისუფლების გაყოფა, მგონი პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის მერე, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს, მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას. ესეც მისი მიდგომაა და ძალიან გთხოვთ, ნუ იმეორებთ ამას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონმა გუშინ „ტვიტერზე” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ქვეყნისთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„პუტინის მიდგომას ნუ გაიმეორებთ” – ნიკოლოზ სამხარაძე ვიოლა ფონ კრამონს პასუხობს

136
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
136
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული