Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
385

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების დაწუნებას რუსული გამოთქმით გამოეხმაურა.

“მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო ” —პუტინმა ეს გამოთქმა ირონიულ კონტექსტში გამოიყენა, როცა მინსკის შეთანხმებაზე საუბრობდა.

“რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, არის თუ არა ცოცხალი, ან აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა – მე ვთვლი, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. გავიმეორებ, კიევში ან ამბობენ, რომ დააკვირდებიან, ან – ჩვენ ქვეყანას დაანგრევსო. მოქმედმა პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ ზელენსკიმ] არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო, შესრულებაა საჭირო, სხვანაირად არ გამოვა.

[related_news id=”651390″ align=”left”]

არ სურთ დონბასის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი. [შეთანხმებაში] წერია, რომ უნდა განიხილონ და შეთანხმდნენ მათთან, სხვანაირად როგორ იმუშავებენ. შეუძლებელია. ამიტომ ვაჟკაცობა უნდა მოიკრიბო, აღიარო რა წერია, არ თქვა შავზე თეთრიაო და თეთრზე შავიაო”, – თქვა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პუტინის ამ განცხადების შემდეგ ისაუბრა ემანუელ მაკრონმაც და ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართანაც 125 000 რუსი ჯარისკაცი დგას და “დიახ, ის ნერვიულობს”. მისივე თქმით, ამ შეთანხმების ხელმოწერის დროს სიტუაცია სხვა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პუტინი ზელენსკის: მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო

385
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
385
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული