Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
40

საქართველოს მთავარი პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები ახლა არიან უპრეცენდენტოდ ღია, ვიდრე ყოფილან როდისმე,” – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გახმაურებულ საქმეებზე გაკეთებულ განცხადებას.

თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი საგამოძიებო ორგანოსგან ყველა იღებს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ აზარალებს.

„თუკი რაიმე ინფორმაცია ვერ გაიცემა, ვერ გაიცემა იმიტომ, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოძიების პროცესის ზოგიერთი ნაწილი არის საგამოძიებო საიდუმლოებით დაცული მანამ, სანამ საქმე არ წარიმართება სასამართლოში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, პროკურატურისგან ყველა ღებულობს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ ვნებს და რაც დაშვებულია კანონით. თუკი ამის მიუხედავად არსებობს პრეტენზიები, შეიძლება, მხარეებმა ერთმანეთს არგუმენტები უკვე სასამართლო დარბაზში წარუდგინონ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გახმაურებულ საქმეებზე უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვებთან დაკავშირებით პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ძირითადად ეს საქმეები ეხება ფარული და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას, წინასაარჩევნო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულებს, რეგიონულ მედიაზე ზეწოლასა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პროკურატურისგან გაიცემა ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას ინტერესს არ ვნებს – თეა წულუკიანი

40
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
40
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული