პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ისინი მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვენ.
კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარია. პროფკავშირების წარმომადგენლის განმარტებით, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად უნდა გადაიხედოს.
[related_news id=”172795″ align=”left”]
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღება 130 ათას დასაქმებულზე გავლენას მოახდენს. იგულისხმება დაქირავებით დასაქმებულთა 15%, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია.
კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ ერთი თვის ვადაში პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.