Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
92

პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს არის არასწორი. გასათვალისწინებელია მარტივი დემოკრატიული პრინციპები – როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-ით წარმოდგენილია კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტს მარტივად ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატი. პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და მან კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად. არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტს არავინ შეურჩევია. მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო მარგველაშვილს,” – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტს არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება, არამედ უნდა წარედგინა ის კანდიდატი, რომელიც დასახელებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა გუშინ დაასახელა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როცა დაიბრალა მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა – ირაკლი კობახიძე

92
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
92
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული