Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
141

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრისას საუბრის თემა შეეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და შესაბამისად, პრეზიდენტთან ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე ჰქონდათ საუბარი.

“ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. მოხდა უმძიმესი რამ, დასანქცირდა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ჯაშუშობისთვის და ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბოტაჟი გამოუცხადოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ დასავლეთის სანქციების რეჟიმს და ამით საფრთხეში ჩააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საბანკო სისტემით და არის ამ ქვეყნის მოქალაქე.

„ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორეს მხრივ, საკუთარი გადაწყვეტილებით დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც დასანქცირებულია ჯაშუშობისთვის. ქვეყანა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე საუბარი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი თავად ისაუბრებს ამ საკითხზე საზოგადოების წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

141
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
141
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული