Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
113

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე. ეს იყო  90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამასთან, კითხვაზე, რომლის თანახმად, ოპოზიცია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მიდის, ხოლო მმართველი გუნდი 8 აგვისტოს, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 2008 წელი უკვე არსებული ოკუპაციის გაგრძელება იყო.

„ძალიან დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა აქცენტის სწორად დასმა. ქართული მოსახლეობის დევნა და ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო. რაც შეეხება 2008 წელს, ეს იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის დიდი ტკივილი, დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო სამწუხაროდ ძალიან ხილული. რაც შეეხება თავად ამ თემის შესახებ სპეკულირებას, ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ამას სჭირდებოდა შესაბამისი შეფასების მიცემა. 2008 წელს იყო შემდეგი ეტაპი. შესაბამისად, ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები.

მე კიდევ ერთხელ მსურს, მივმართო ჩვენს მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობასა და განვითარებას არ აქვს ალტერნატივა. ეს არის გზა, რომელიც მოგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმაც.[related_news id=”231909″ align=”left”]

დაღუპულთა ხსოვნას მემორიალთან მიაგებენ პატივს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები.

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პრემიერი: ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება

113
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
113
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული