ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი რობერტ პლანტი, მუსიკალურ მოღვაწეობას აგრძელებს. Led Zeppelin-ის ფრონტმენმა, 71 წლის არტისტმა ახალ ბენდთან, Saving Grace-თან ერთად, ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Low-ს კომპოზიცია Everybody’s Song დააქავერა. აღნიშნული კომპოზიცია 2005 წელს შეიქმნა.
შეგახსენებთ, ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტად აღიარებული რობერტ პლანტი, 2018 წელს კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.
[related_news id=”68624″ align=”left”]