Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
72

პოლონეთის სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას, – ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პოლონეთის სეიმის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს პარტნიორების, მეგობრებისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ საკითხში.

„მნიშვნელოვანია, რომ სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მოსახლეობის გატაცების, მკვლელობისა და წამების შემთხვევები. პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პოლონეთის სეიმის რეზოლუცია მორიგი დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას – მამუკა ბახტაძე

72
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
72
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული