Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
128

პოლონელები ქართულ ეროვნულ პარკს ვრცელ სტატიას უძღვნიან ინტერნეტ გამოცემა Wyborcza.pl მაჭახელას ეროვნული პარკის დაარსების, განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს.

გამოცემა პარკის დაარსების ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ თავის დროზე, მაჭახელას ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობამ კოლხეთის ტყეებში ეროვნული პარკის შექმნა გააპროტესტა, თუმცა დღეს ისინი ამ პარკით ძალიან ამაყობენ, აღარ ჭრიან ხეებს, აღარ ნადირობენ აქ და ტურიზმი მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

Wyborcza.pl-მა მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ქურიძე ჩაწერა, რომელიც მათ პარკში არსებულ ვითარებაზე ესაუბრება.

მისი თქმით, საერთო ჯამში, ეროვნული პარკის გარშემო ცხრა სოფელში დაახლოებით 2.1 ათასი ადამიანი ცხოვრობს. პარკს 7333 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. ეს არის ერთ – ერთი ყველაზე ბიოლოგიურად მრავალფეროვანი პარკი საქართველოში.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემა, რომელსაც აქ ვიცავთ, არის კოლხეთის პირვანდელი ტყეები, რომლებიც გადაურჩნენ გამყინვარების პერიოდს. ასეთ ტყეებში, სხვათა შორის, იზრდება ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რქები, აღმოსავლური წვერები, ბოქვინი და სხვა“, – ამბობს გიორგი ქურიძე.

ცნობისთის, მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი სოფ. აჭარისღმართშია განლაგებული.

[related_news id=”226308″ align=”left”]

ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები,  ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები. თავად პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო მარშრუტი, რომლებიც ვიზიტორებს მურყანის კორომებში, წიფლისა და წაბლის ტყეებში გასეირნების გარდა, მთავარანგელოზის მთიდან ქალაქი ბათუმის, მდინარე მაჭახელას ხეობისა და მდინარე ჭოროხის ზღვასთან შესართავის ულამაზეს ხედებს სთავაზობს.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდანოქტომბრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პოლონელები მაჭახელას ეროვნულ პარკს ვრცელ სტატიას უძღვნიან

128
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
128
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული