Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
169

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, ენტონი ბლინკენმა ეს თემა დემოკრატი კონგრესმენების მცირე ჯგუფთან 3 ოქტომბერს, ტელეფონით განიხილა.

წყაროების ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ანგარიშვალდებულებისთვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და არ აპირებს აზერბაიჯანისთვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გამორიცხვის გაგრძელებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევდა ბაქოსთვის სამხედრო დახმარება მიეწოდებინა.

წყაროების ცნობით, ამავე საუბარში ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში სამხრეთ სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრის შესაძლებლობას განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

Politico: ენტონი ბლინკენის განცხადებით, შესაძლოა უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი სომხეთში შეიჭრას

169
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
169
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული